ავტორიზაცია

აგენტი ლუკაკუს ტრავმაზე: "ოთხი წუთი მინდორზე იწვა და ამან შემაშინა, "დაივი" არ ახასიათებს"

აგენტი ლუკაკუს ტრავმაზე: "ოთხი წუთი მინდორზე იწვა და ამან შემაშინა, "დაივი" არ ახასიათებს"
თარიღი 22 Oct 2021, 13:22

"ჩელსის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ეგიდით "მალმიოსთან" (4:0) გამართულ მატჩში ბელგიელის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან შეწუხებული ვიყავი, რადგან ლუკაკუს თამაში ყოველთვის სურს. ის, რომ ასე დიდხანს იწვა მინდორზე პენალტის დანიშვნის შემდეგ, არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდა, რადგან ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც დაცემისთანავე დგება. რომელუ 4 წუთი იწვა და ამან შემაშინა. "დაივი" არ ახასიათებს".

"ახლა ტესტების შედეგებს ველოდებით. რომელუს თავისი ფიზიოთერაპევტი ჰყავს, ყოველ საღამოს მუშაობს იმისათვის, რათა დაგეგმილზე სწრაფად დაბრუნდეს. ლუკაკუ მაგარი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება", - ციტირებს პასტორელოს სიტყვებს Sky Sports. 

ბელგიელი ფორვარდი "მალმიოსთან" მატჩის 23-ე წუთზე შეცვალეს. თამაშის შემდეგ "არისტოკრატთა" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ლუკაკუმ ტერფი დაიზიანა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფორვარდმა "ჩელსის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

"უბრალოდ ფუნქციონალური ფეხბურთელია, გოლებს ვეღარ იტანს", - დი კანიომ ლუკაკუ გააკრიტიკა