პოლ მერსონი: "დავიჯერო არავის არ სჯერა, რომ მანჩესტერი ლივერპულს მოუგებს?!"
„არსენალის“ ექს-ფორვარდმა, პოლ მერსონმა, პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „მან.იუნაიტედი“ – „ლივერპულის“ მატჩზე ისაუბრა.
„ამ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ არავინ შანსსაც კი არ აძლევს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელიც ტრანსფერებსა და ხელფასებში უამრავ ფულს ხარჯავს.
დარწმუნებული ვარ, „ლივერპული“ „იუნაიტედს“ ვერ გაანადგურებს. მანკუნიანელები უკან დაიხევენ და კლოპის გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას მისცემენ, თვითონ კი კონტრშეტევებს დაელოდებიან.
ასეთი თამაში ამ გუნდს ძალიან უხდება. დავიჯერო არავის არ სჯერა, რომ „იუნაიტედი“ ამ მატჩს მოიგებს? ისინი მოედანზე ზეწოლის გარეშე გავლენ, იმიტომ რომ მათგან გამარჯვებას არავინ არ ელოდება.“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Manchester Evening News.
მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული“ 24 ოქტომბერს, 19:30 საათზე დაიწყება.