"კარგი ფეხბურთელები ჩვენც გვყავს, მაგრამ პენალტების რაოდენობით ახლოსაც არ ვართ", - კლოპმა მანჩესტერს ისევ წაკბინა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურეგნ კლოპმა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ, მსაჯობის ფაქტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„იანვარში, როცა „ლივერპული“ „საუთჰემპტონთან“ მატჩი (0:1) დამარცხდა, გერმანელმა მწვრთნელმა მიანიშნა იმაზე, რომ მსაჯმა სადიო მანეს წინააღმდეგ აშკარა პენალტი არ დანიშნა და ასევე დაამატა, რომ „მანჩესტერის“ სასარგებლოდ ბოლო ორ წელიწადში იმაზე მეტი პენალტი დანიშნეს, ვიდრე „ლივერპულის“ - უკანასკნელი 5.5 წლის მანძილზე.
ოლე-გუნარ სოლსკიაერმა არც ისე დიდი ხნის წინ ეს ფრაზა გაიხსენა და თქვა, რომ კლოპის ამ ინტერვიუს შემდეგ, „მანჩესტერს“ ბევრად ნაკლები პენალტის შესრულების საშუალება ეძლევა: „ერთი მწვრთნელი ამაზე ძალიან ნერვიულობდა.“ - თქვა სოლსკიაერმა.
„ამაზე სათქმელი არაფერი არ მაქვს. ჩემ სიტყვებსა და ოლეს პასუხს შორის მათ ხუთი პენალტი შეასრულეს, ჩვენ კი - ორი. კარგით რა, ყველამ ვიცით, რომ ასეთი ფრაზებით მსაჯებზე გავლენას ფიზიკურად ვერ ვიქონიებთ.
თუმცა, იქამდე „მანჩსტერ იუნაიტედის“ სასარგებლოდ დანიშნული პენალტების რაოდენობა აბსოლუტურად უნიკალური იყო. ისინი კარგები არიან, საჯარიმოშიც კარგად შედიან, მაგრამ ჩვენც გვყავს კარგი ფეხბურთელები, რის მიუხედავადაც ახლოსაც კი არ ვართ მათთან დარტყმული პენალტების რაოდენობით. ეს არის უბრალოდ ფაქტი.
ვის აღელვებს ეს? ყველაფერი დამთავრებულია, მე სათქმელი აღარაფერი მაქვს.“ - აღნიშნა იურგენმა.
ეს ორი მწვრთნელი საქმეს მოედანზე უახლოეს პერიოში - 24 ოქტომბერს გაარჩევენ, როცა „მანჩესტერი“ „ლივერპულს“ „ოლდ ტრაფორდზე“ უმასპინძლებს.