ავტორიზაცია

VIDEO: "ბევრი სირბილი მოგვიწევს", - დიდიე დეშამის და პოლ პოგბას სამოტივაციო სიტყვა ერთა ლიგის ფინალის შესვენებაზე

თარიღი 22 ოქტ 2021, 18:02

პრესაში გავრცელდა პოლ პოგბას მიერ ნათქვამი სამოტივაციო გამოსვლა ერთა ლიგის ფინალის შესვენებაზე, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთს 2:1 მოუგო და ტიტულს დაეუფლა.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა.

გამოსვლა დიდიე დეშამმა დაიწყო: „სიმშვიდე! დამშვიდდით. მათ ვავნეთ და შეგვიძლია, კიდევ უფრო მეტად ვავნოთ, მაგრამ არა ასე! ასე ნამდვილად არა. სივრცეებს კარგად ვავსებთ, თავს არ ვზოგავთ, მაგრამ როცა ბურთს ვიბრუნებთ, ჩვენმა ფეხბურთელმა საჭირო პასი უნდა შეარჩიოს იმისთის, რომ ამ ზონას თავი დავაღწიოთ და წინ წავიდეთ. ყველაფერი კარგი ხედვით იწყება. ეს ბრძოლაა, რთული იყო, მაგრამ მოდი არ დავნებდეთ. უფრო მეტი მონდომება წარმოაჩინეთ.

მიდით, 45 წუთი გვაქვს რომ წავიდეთ და ეს ტიტული მოვიგოთ. 

შემდეგ კი პოლ პოგბამ დაიწყო: „აგრესიულები უნდა ვიყოთ. დაწყებული შემტევი ფეხბურთელებით და გაგრძელებული მცველებით. ბურთს ვიბრუნებთ და წინ მივდივართ. დიახ, ბევრი სირბილი მოგვიწევს, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენც ასევე კარგები ვართ. როგორც კი ბურთს დავიბრუნებთ, უნდა შევინარჩუნოთ. უნდა შევინარჩუნოთ ბურთი და ვავნოთ.

მეორე ტაიმში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ, მეტად პრესინგს მივმართოთ.“  - აღნიშნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა.