ავტორიზაცია

ევროპა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რუსების დამაქცეველი დასახელდა

ევროპა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რუსების დამაქცეველი დასახელდა
თარიღი 22 ოქტ 2021, 18:44

უეფას ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად „ლესტერ სიტის“ თავდამსხმელი, პატრონ დაკა დასახელდა.

23 წლის ზამბიელმა ფორვარდმა გასულ სათამაშო დღეს მოსკოვის „სპარტაკის“ კარში პოკერი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი 4:3 იმარჯვა.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში დაკამ „ვესტ ჰემის“ ფრანგ მცველს ისსა დიოპს (ვესტ ჰემი), ლორენცო ინსინიეს (ნაპოლი) და ტოკო ეკამბის (ლიონი) აჯობა.

ისსა დიოპმა „გენკის“ კარში შეაგდო ერთი გოლი, ლორენცო ინსინიემ - „ლეგიას“ გაუტანა ასევე ერთი გოლი, კამერუნელმა ტოკო ეკამბიმ კი პრაღას „სპარტასთან“ დუბლი მიითვალა და თავის გუნდს 4:3 მოაგებინა.