ავტორიზაცია

ჯერ კიდევ ცალკე ვარჯიშობს - როდის უნდა შედგეს სერხიო რამოსის დებიუტი პსჟ-ში?

ჯერ კიდევ ცალკე ვარჯიშობს - როდის უნდა შედგეს სერხიო რამოსის დებიუტი პსჟ-ში?
თარიღი 22 Oct 2021, 19:00

ესპანელი ცენტრალური მცველი ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებს.

ლეგენდარული სერხიო რამოსი „სანტიაგო ბერნაბეუდან“ „პარკ დე პრენსზე“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, თუცმა „პსჟ-ს“ მაისურით დებიუტი ჯერაც არ ჰქონია.

მთელი ეს დრო რამოსმა სარეალიბიტაციო პროცესს მოანდომა და ჯერ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია.

Le Parisien-ის ინფორმაციით, „პსჟ-ს“ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მათი ერთ-ერთი ხმაურიანი შენაძენი საფეხბურთო მოედანზე ნოემბერში მაინც გავა და დებიუტი ექნება.

ამ დრომდე, რამოსი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს, თუმცა პარიზში იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი საერთო ჯგუფში ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს და ნელ-ნელა დებიუტისთვისაც მოემზადება.