ავტორიზაცია

ნაპოლის უახლოეს შეხვედრებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდება

ნაპოლის უახლოეს შეხვედრებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდება
თარიღი 22 ოქტ 2021, 19:08

იტალიური „ნაპოლი“ უახლოეს შეხვედრებში დაცვის ერთ-ერთ ლიდერს, ბერძენ კოსტას მანოლასს ვერ დაიხმარს.

ფეხბურთელმა ერთა ლიგის შეხვედრა ბოლომდე ვერ ჩაამთავრა და 72-ე წუთზე მოედანი სავარაუდოდ კუნთის ტრავმის გამო დატოვა.

შეხვედრის შემდეგ, მას შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც შიშები დაადასტურა - ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის მცირე დაჭიმულობა დაუდგინდა.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში „ნაპოლი“ ჯერჯერობით 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ, გუნდს 8 მატჩში 8 მოგება აქვს.