ავტორიზაცია

"ოქრიაშვილს ისე აკრიტიკებდნენ, რომ მასზე სიმართლეც არ იცოდნენ", - კვიპროსული პრესა ქართველს იცავს

"ოქრიაშვილს ისე აკრიტიკებდნენ, რომ მასზე სიმართლეც არ იცოდნენ", - კვიპროსული პრესა ქართველს იცავს
თარიღი 22 ოქტ 2021, 22:51

გამოცემა Match.cy-მ დაიცვა "აპოელის" თავდამსხმელი, თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონის სტარტზე ადგილობრივი პრესის კრიტიკის ობიექტი გახდა.

"ბევრი გვსმენია ოქრიაშვილის ხასიათის შესახებ. მას აკრიტიკებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ, სიმართლის ცოდნის გარეშე. ქეცბაიასთან მომხდარმა ინციდენტმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააღრმავა.

ქართველმა თავდამსხმელმა თავის მწვრთნელთან შესაძლო კონფლიქტი გამორიცხა და მოგვიანებით ვნახეთ, თუ როგორ აღნიშნავდა ის გატანილ გოლს მასთან ერთად.

თორნიკეს არ ჰქონია პრობლემები თავის თანამემამულე სპეციალისტთან და ასეა აპოელშიც. საუბრებია ავგოუსტისთან უთანხმოებაზე, თუმცა ფეხბურთელმა გოლის გატანის დროს სწორედ მასთან მიირბინა".

შეგახსენებთ, რომ ნიქოზიელთა ფორვარდმა მიმდინარე კვირას თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. 29-წლის შემტევმა ეფექტური დარტყმით "ეთნიკოსის" კარი აიღო.

VIDEO: სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა — ოქრიაშვილმა აპოელის მაისურით ულამაზესი ჯარიმა გაიტანა!