ავტორიზაცია

იუვენტუსი თუ ინტერი? - მანჩინის კომენტარი მოახლოებულ მატჩზე

იუვენტუსი თუ ინტერი? - მანჩინის კომენტარი მოახლოებულ მატჩზე
თარიღი 23 ოქტ 2021, 11:43

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ტურინის "იუვენტუსისა" და მილანის "ინტერის" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"იუვენტუსი თუ ინტერი? არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება გამარჯვებული, რადგან სერია ა-ს სეზონი ახალი დაწყებულია. მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

ტურინელები ალეგრის ხელში პროგრესირებენ და ეს მათ შედგებზეც ისახება. მილანელები კი მოწინააღმდეგისთვის თავისი თამაშის მოხვევას ეცდებიან", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, "ბებერი ქალბატონი" "ნერაძურის" ესტუმრება კვირას, 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე. წინ ჯერჯერობით არიან "გველები", რომლებიც "ბიანკონერის" 3 ქულით უსწრებენ.