ავტორიზაცია

რამდენი იქნება დიბალას ხელფასი ახალი კონტრაქტით?

რამდენი იქნება დიბალას ხელფასი ახალი კონტრაქტით?
თარიღი 23 ოქტ 2021, 12:54

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ძალიან მალე პაულო დიბალასთან ამჟამინდელ ხელშეკრულებას რამდენიმე წლით გაახანგრძლივებს. "ბებერი ქალბატონის" პირობები ასეთია:

არგენტინელი თავდამსხმელი კლუბში დარჩება 2026 წლამდე, მისი ყოველწლიური ხელფასი გაიზრდება 10 მილიონ ევრომდე და ამის გარდა, ის გუნდის მომავალი კაპიტანი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, "ბიანკონერის" ამჟამინდელი წინამღძოლი არის ჯორჯო კიელინი, მისი წასვლის შემდეგ კი სამკლაურს სწორედ "პალერმოს" ყოფილი ფორვარდი გადაიბარებს.

რაც შეეხება "იუვენტუსის" ათიანის დაბრუნების თარიღს, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მილანის "ინტერთან" დაპირისპირებისთვის მწყობრში იყოს. მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება.