ავტორიზაცია

VIDEO: მაუნტის ჰეთ-თრიქი და ნამდვილი შოუ სტემფორდ ბრიჯზე — ჩელსიმ ნორვიჩი 7:0 გააცამტვერა!

თარიღი 23 ოქტ 2021, 17:27

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ნორვიჩს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "არისტოკრატებმა" გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს - 7:0.

პირველი გოლი მატჩის სტარტზევე გავიდა - მე-8 წუთზე სტუმართა კარი მეისონ მაუნტმა აიღო, რასაც ზუსტად 10 წუთში კალუმ ჰადსონ-ოდოის გოლი მოჰყვა.

42-ე წუთზე თავისი ბურთი რის ჯეიმსმაც შეაგდო და პირველ ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ჩელსის" უპირატესობა კიდევ უფრო გამანადგურებელი 57-ე წუთზე ბენ ჩილველმა გახადა, ხუთ წუთში კი სტუმართა მცველმა, მაქს აარონსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

შეხვედრაში წერტილი მაუნტმა დასვა, რომელმაც 85-ე და 91-ე წუთებზეც გაიტანა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "არისტოკრატები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, "ნორვიჩი" კი 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა.