ავტორიზაცია

VIDEO: ლევანდოვსკის მორიგი გოლი — ბაიერნმა ალიანც არენაზე ჰოფენჰაიმი არ დაინდო

თარიღი 23 ოქტ 2021, 19:28

გერმანიის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" შინაურ კედლებში "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "რეკორდმაისტერის" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

ანგარიში მე-16 წუთზე მიუნხენელთა შემტევმა, სერჟ გნაბრიმ გახსნა. მალევე, 30-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი გოლი შეაგდო და უპირატესობა გაზარდა.

საბოლოო შედეგი მეორე ტაიმის მიწურულს დაფიქსირდა - 82-ე წუთზე ჯერ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა აიღო მეტოქის კარი, 87-ე წუთზე კი კინგსლი კომანმაც გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, "ჰოფენჰაიმი" კი 10 ქულით პირველ პოზიციაზეა.