ავტორიზაცია

რონალდუ: "ღამე მშვენივრად მძინავს და სინდისიც არ მაწუხებს, მე გამარჯვებებს გავაგრძელებ"

რონალდუ: "ღამე მშვენივრად მძინავს და სინდისიც არ მაწუხებს, მე გამარჯვებებს გავაგრძელებ"
თარიღი 23 Oct 2021, 20:58

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 36 წლის პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მის მიმართ კრიტიკაზე ისაუბრა.

„თავადაც კარგად ვიცი, როდის სჭირდება გუნდს დაცვაში ჩემი დახმარება. მაგრამ, ჩემი როლი ამ კლუბში - გამარჯვებაა, გუნდის დახმარება და გოლების გატანა. დაცვაც ერთ-ერთი ნაწილია ჩემი მოვალეობების.

არის ხალხი, ვისაც ამის დანახვა არ სურს, იმიტომ რომ მათ მე არ მოვწონვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე 36 წლის ვარ, ყველაფერს ვიგებ, ამიტომ ვიღელვებ თუ არა იმ ადამიანებზე, ვინც ჩემზე ცუდს ლაპარაკობს? ღამე კარგად მძინავს, სინდისიც არ მაწუხებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, სხვების გაჩუმებას და გამარჯვებებს გავაგრძელებ. კრიტიკა ყოველთვის ჩემი საქმის ნაწილი იყო და ეს სულაც არ მადარდებს. მიმაჩნია, რომ ეს კარგიცაა. თუ ისინი ჩემზე ლაპარაკობენ ან დარდობენ, ესეიგი იციან ჩემი პოტენციალი და ფეხბურთისთვის ჩემი ფასიც.

მე ყველაფერს ვიგებ, თუმცა მოტივაცია ჯერ კიდევ გამაჩნია. ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე ვიმყოფები ამ ასაკშიც კი - სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ მოგება კიდევ ერთხელ ვცადო.“ - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Sky Sports.