ავტორიზაცია

"ამ მომენტში მბაპეს მირჩევნია", - სპალეტი რომას ყოფილ სპორტულ დირექტორს დაეთანხმა

"ამ მომენტში მბაპეს მირჩევნია", - სპალეტი რომას ყოფილ სპორტულ დირექტორს დაეთანხმა
თარიღი 23 ოქტ 2021, 21:08

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, „რომასთან“ მატჩის წინ აღნიშნა, რომ „პსჟ-ს“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს თავისი გუნდის ფორვარდი, ვიქტორ ოსიმჰენი ურჩევნია.

სპალეტი „რომას“ ყოფილ სპორტულ დირექტორს, ვალტერ საბატინის დაეთანხმა, რომელმაც ახლახანს აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ოსიმჰენს აირჩევდა:

„მისი შეჩერება შეუძლებელია, იმიტომ რომ მას თითქოს შეუძლებელი ბურთის დაწევა და გოლის შექმნა შეუძლია.“ - აღნიშნა საბატინიმ.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ან სიტყვებს, მეც ყოველთვის ასეც ვფიქრობდი.“ - დაამატა სპალეტიმ, რომლის სიტყვებსაც Football Italia ციტირებს.
სერია ა-ს მე-9 ტურის მატჩი „რომა“ – „ნაპოლი“ ხვალ 24 ოქტომბერს, რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ 20:00 საათზე დაიწყება.