ავტორიზაცია

"ერთი მატჩი ვერაფერს გადაწყვეტს", - ალეგრიმ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

"ერთი მატჩი ვერაფერს გადაწყვეტს", - ალეგრიმ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 23 ოქტ 2021, 21:11

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „ინტერთან“ მატჩის წინ სერია ა-ს ამ სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ თამაშზე, რომელსაც ვაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი საღმაო იქნება ჩვენ გულშემატკივრებთანე რთად.

კარგი მატჩია მოსალოდნელი ორი შესანიშნავი გუნდის შესრულებით. ჩემი აზრით, „ინტერი“ დღესაც სკუდეტოს მოგების მთავარ ფავორიტად რჩება და ამიტომ, ეს ჩვენთვის კარგი და მნიშვნელოვანი გამოცდაა.

არ მიმაჩნია, რომ ჩვენი უშუალო დაპირისპირება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდება. არ შეიძლება იმ აზრის დაშვება, რომ სკუდეტო შეიძლება ერთ მატჩში მოიგო ან წააგო.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

სერია ა-ს მე-9 ტურის მატჩი „ინტერი“ – „იუვენტუსი“ ხვალ, 24 ოქტომბერს, სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ 22:45 საათზე გაიმართება.