VIDEO: ზვიად ლაზიშვილი UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში დამარცხდა
UFC-ის ქართველი დებიუტანტი ზვიად ლაზიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით ჯონატან მარტინესთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცნობილ ორგანიზაციაში გამოსვლამდე, ქართველი 13 ბრძოლის მანძილზე რჩებოდა დაუმარცხებელი.
ბრძოლა მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით, რომელშიც გადამწყვეტი გამოდგა მესამე რაუნდი, რომელშიც ამერიკელმა ლაზიშვილი დაჯაბნა.