ავტორიზაცია

სერხიო აგუეროს წყევლა სახელად მადრიდის რეალი - გატყდება ნავსი ხვალინდელ მატჩში?!

სერხიო აგუეროს წყევლა სახელად მადრიდის რეალი - გატყდება ნავსი ხვალინდელ მატჩში?!
თარიღი 23 ოქტ 2021, 21:42

სერხიო აგუერომ შესაძლოა ხვალ თავისი პირველი ელ კლასიკო ჩაატაროს, როცა გადავსებულ „კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ტრავმა მოიშუშა და ზედიზედ მესამედ მოახერხა რონალდ კუმანის სამატჩო განაცხადში მოხვედრა, თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი მისთვის გადამეტებული სათამაშო დროის მიცემას არ ჩქარობს და ფეხბურთელი ჯერ „ვალენსიასთან“, შემდეგ კი „დინამო კიევთან“ შეზღუდული დროით ათამაშა.

14 მოუგებელი მატჩი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ

აგუეროს „რეალი“ არც მადრიდის „ატლეტიკოდან“ და არც „მანჩესტერ სიტიდან“ არასდროს არ დაუმარცხებია. ის ესპანურ გრანდს კარიერაში 14-ჯერ შეხვდა, თუმცა გამარჯვება ჯერ არ უგემია. ამ პერიოდში, მისი გუნდები 9-ჯერ დამარცხდნენ და 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„როხიბლანკოს“ რიგებში აგუერო „რეალს“ 11-ჯერ დაუპირისპირდა, სამი შეხვედრის ფრედ დასრულება მოხერხდა, დანარჩენში კი კუნის გუნდი დამარცხდა. იგივე გაგრძელდა „სიტიდანაც“, მისი გუნდი, როცა აგუერო მოედანზე იყო, „რეალთან“ ერთხელ დამარცხდა და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

ამ 14 შეხვედრაში აგუერომ „ბლანკოსის“ წინააღმდეგ ოთხი გოლის გატანა მოახერხა. 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტში ხაზგასმულია, რომ აგუეროს მადრიდის „რეალი“ უშუალოდ საფეხბურთო მოედანზე არასდროს დაუმარცხებია. 2019/20-სეზონში, მისი „მანჩესტერ სიტი“ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 2:1 მოიგო, თუმცა არცერთ ამ შეხვედრაში, ტრავმის გამო აგუეროს მონაწილეობა არ მიუღია.