ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? დაუჯერებელი საფეხბურთო საღამო: "ელ კლასიკო", მანჩესტერი - ლივერპული, ინტერი VS იუვე და სხვა

რას ვუყუროთ დღეს? დაუჯერებელი საფეხბურთო საღამო: "ელ კლასიკო", მანჩესტერი - ლივერპული, ინტერი VS იუვე და სხვა
თარიღი 24 ოქტ 2021, 10:49

დღეს, 24 ოქტომბერს, ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო დღე გველის, რადგან საქმეში არაერთ გრანდს ვიხილავთ და თანაც, ერთმანეთის წინააღმდეგ.

პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულს" შეერკინება, "ვესტ ჰემი" კი ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. ესპანეთში "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკოს" ვიხილავთ, "სევილია" "ლევანტეს" შეხვდება, ხოლო "ატლეტიკო" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მოულოდნელი ლიდერის, "სოსიედადის" მიწაზე დაშვებას ეცდება.

დიდი მატჩები გაიმართება სერია ა-შიც, სადაც "ლაციო" "ვერონას" ესტუმრება, შემდეგ კი "რომა" - "ნაპოლის" და "ინტერი" - "იუვენტუსს" ვიხილავთ. რაც შეეხება ლიგა 1-ს, ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი "პარი სენ ჟერმენი" "ველოდრომზე" "ფრანგულ კლასიკოში" "მარსელს" ეწვევა, ხოლო "ლიონი" "ნიცას" ესტუმრება.

აგრეთვე, ყურადღებას იქცევს ერედივიზიონიც. დღეს ერთმანეთს ორი ჰოლანდიური გიგანტი დაუპირისპირდება - ამსტერდამის "აიაქსი" ეინდჰოვენის "პსვ"-ს უმასპინძლებს.

15:00 "ნიცა" - "ლიონი"

16:00 "სევილია" - "ლევანტე"

17:00 "ვერონა" - "ლაციო"

17:00 "ვესტ ჰემი" - "ტოტენჰემი"

18:15 "ბარსელონა" - "რეალი"

18:45 "აიაქსი" - "პსვ"

19:30 "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული"

20:00 "რომა" - "ნაპოლი"

22:45 "ინტერი" - "იუვენტუსი"

22:45 "მარსელი" - "პსჟ"

23:00 "ატლეტიკო" - "სოსიედადი"