ავტორიზაცია

კუმანი რეალთან მატჩის წინ: "არ მეშინია, კლასიკოს შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება"

კუმანი რეალთან მატჩის წინ: "არ მეშინია, კლასიკოს შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება"
თარიღი 24 ოქტ 2021, 11:48

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლა ლიგის მე-10 ტურში "რეალთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი მატჩია. უნდა დავამტკიცოთ, რომ "ბარსელონა" სწორ გზას ადგას, ამიტომაც შედეგი მნიშვნელოვანია", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Diario Sport.

"შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ და თავიდანვე გამარჯვების სურვილით. მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება".

"არ ვიცი, სჯერათ თუ არა ადამიანებს ჩვენი, მაგრამ ჩვენ გვჯერა. გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. სახლში ვთამაშობთ, ხალხი ჩვენს მხარესაა. არ მეშინია", - დასძინა კუმანმა.

"ბარსელონა" - "რეალი" დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს სტარტს.