ავტორიზაცია

არის თუ არა კუმანის მომავალი ელ კლასიკოს შედეგზე დამოკიდებული? - ლაპორტას პასუხი

არის თუ არა კუმანის მომავალი ელ კლასიკოს შედეგზე დამოკიდებული? - ლაპორტას პასუხი
თარიღი 24 ოქტ 2021, 11:59

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით "რეალთან" გასამართი მატჩის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შესახებ ისაუბრა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის განცხადებით, ჰოლანდიელი სპეციალისტი დაკავებულ პოსტს შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი "ელ კლასიკო".

– კვირას რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გააგრძელებთ მწვრთნელის ნდობას?

"დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, "კლასიკოს" შემდეგ კუმანი მუშაობას გააგრძელებს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Diario Sport.

შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს სტარტს.