ავტორიზაცია

კუმანი: "ლაპორტა ვალდებული არ არის ყოველკვირა იძახოს, რომ მხარს მიჭერს"

კუმანი: "ლაპორტა ვალდებული არ არის ყოველკვირა იძახოს, რომ მხარს მიჭერს"
თარიღი 24 ოქტ 2021, 12:36

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ლა ლიგის მე-10 ტურში "რეალთან" გასამართი მატჩის წინ კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას განცხადებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება "ელ კლასიკო", ჰოლანდიელი სპეციალისტი დაკავებულ პოსტს მაინც შეინარჩუნებს.

"ლაპორტა ვალდებული არ არის ყოველკვირა იძახოს, რომ კუმანს მხარს უჭერს. ვგრძნობ კლუბისა და პრეზიდენტის მხარდაჭერას. ისიც ვიცი, ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული".

"გვინდა, ჩვენი გულშემატკივრები კმაყოფილები იყვნენ", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Diario Sport.

"ბარსელონა" - "რეალი" დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს სტარტს.