ავტორიზაცია

100-მილიონიანი ბომბარდირი ლევანდოვსკის შემცვლელად? — ბაიერნი ახალი თავდამსხმელის ძიებაშია

100-მილიონიანი ბომბარდირი ლევანდოვსკის შემცვლელად? — ბაიერნი ახალი თავდამსხმელის ძიებაშია
თარიღი 24 ოქტ 2021, 13:19

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმჰენმა "ბაიერნის" ყურადღება მიიპყრო, იტყობინება Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი, პაოლო ბარჯიჯა.

მოგეხსენებათ, მიუნხენური გრანდი ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს და 22 წლის ნიგერიელს ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.

ცნობისთვის, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია.

როგორც აღინიშნება, თუ ნეაპოლელებს 100 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებენ, შესაძლოა ახალგაზრდა შემტევის გაყიდვას დათანხმდნენ.

მიმდინარე სეზონში ოსიმჰენმა, რომელიც "ნაპოლიში" 2020 წლის ზაფხულში "ლილიდან" 70 მილიონად გადავიდა, ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.