ავტორიზაცია

"ჯადოქარი, მონსტრი, მეტეორი", - მარკინიოსმა პსჟ-ს შემტევი ტრიო, ნეიმარი, მესი და მბაპე დაახასიათა

"ჯადოქარი, მონსტრი, მეტეორი", - მარკინიოსმა პსჟ-ს შემტევი ტრიო, ნეიმარი, მესი და მბაპე დაახასიათა
თარიღი 24 Oct 2021, 15:03

"პარი სენ ჟერმენის" კაპიტანმა, მარკინიოსმა გუნდის თავდამსხმელების, ლიონელ მესის, ნეიმარისა და კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"ნეი ჯადოქარია, ჩემპიონი იმპროვიზაციასა და შემოქმედებაში. მესი მონსტრია, მისი ეფექტურობა მასშტაბურია, თითქოს სხვა განზომილებიდანაა".

"კილიანი კი მეტეორია, ბიჭი, რომელზეც თავიდანვე ვიცოდით, რომ სხვებისგან განსხვავებულია და ამის მტკიცებას აგრძელებს. შესანიშნავი ბიჭები არიან!", - განუცხადა მარკინიოსმა Le Parisien-ს.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და პარიზში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი შემტევი ტრიო ჩამოყალიბდა.