ავტორიზაცია

"ჩემი კუმირები რეალში მოვიდნენ და ოქროს ბურთი აიღეს, ამისგან არც მე ვარ შორს", - ბენზემამ ორი ლეგენდა გამოარჩია

"ჩემი კუმირები რეალში მოვიდნენ და ოქროს ბურთი აიღეს, ამისგან არც მე ვარ შორს", - ბენზემამ ორი ლეგენდა გამოარჩია
თარიღი 24 ოქტ 2021, 15:25

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა და თავისი კუმირებიც დაასახელა.

"ეს ის არის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობ. რა თქმა უნდა, ამ ჯილდოზე ვოცნებობდი, როცა ბავშვი ვიყავი", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Canal+.

"ჩემი კუმირები, რონალდო და ზიდანი "რეალში" მოვიდნენ და "ოქროს ბურთი" მოიგეს. ეს კი ერთ-ერთი იმ წვრილმანთაგანია, რაზეც ვფიქრობ. ახლა ამისგან არც ისე შორს ვარ", - დასძინა ბენზემამ.

შეგახსენებთ, ზიდანმა "ოქროს ბურთი" 1998 წელს მოიგო, როცა "იუვენტუსის" ფეხბურთელი იყო. რონალდო კი ამ ჯილდოს მფლობელი 2-ჯერ გახდა - 1997 წელს, "ინტერში" თამაშის დროს და 2002 წელს, "რეალში" ასპარეზობისას.

შეგახსენებთ, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.