ავტორიზაცია

"რეალის ამჟამინდელ უკანახაზელებზე უკეთესია და გუნდს გააძლიერებს", - მაკმანამანმა მადრიდელებს მცველი ურჩია

"რეალის ამჟამინდელ უკანახაზელებზე უკეთესია და გუნდს გააძლიერებს", - მაკმანამანმა მადრიდელებს მცველი ურჩია
თარიღი 24 ოქტ 2021, 15:56

"რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივ მაკმანამანმა "ჩელსის" მცველის, ანტონიო რუდიგერის მადრიდულ გრანდში შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.

"რეალის" ამჟამინდელ მცველებზე ნამდვილად უკეთესია! ახლა ყველას ამ კლუბს დაუკავშირებენ, რადგან დიდი ხანია არავინ უყიდია. ვიცით, რომ მბაპეს სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს იხდიდა. ბევრი ეცდება მომავალ ზაფხულს "რეალში" მოხვედრას", - აცხადებს ვეტერანი ინგლისელი.

"გარდამავალ ფაზაში მყოფი დიდი კლუბია. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სტადიონი ბოლომდე იქნება მზად, ეს დედამიწაზე ყველაზე გლამურული ადგილი იქნება. ვარიანტი არ არის".

"თუ იანვარში მბაპეს შეძენა მოხერხდება, "რეალის" აღორძინების დასაწყისს საფუძველი ჩაეყრება. ჰოლანდი, პოგბა - კლუბს ყველა ხმაურიან სახელს უკავშირებენ, მაგრამ მათ ცენტრალური მცველი აუცილებლად სჭირდებათ".

"რუდიგერის ფორმა შთამბეჭდავია, მაგრამ ის კიდევ ორ მცველთან ერთად თამაშობს, ამიტომაც გარკვეული დახმარება აქვს. მიუხედავად ამისა, ბრწყინვალე სეზონს ატარებს და "რეალის" ყველა მცველს ჯობია. "რეალს" გააძლიერებს", - დასძინა მაკმანამანმა.