ავტორიზაცია

"შესანიშნავი წელი ჰქონდა, კონკურენტები არ ჰყავს", - სუარესმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა

"შესანიშნავი წელი ჰქონდა, კონკურენტები არ ჰყავს", - სუარესმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა
თარიღი 24 ოქტ 2021, 17:28

"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი ფიქრობს, რომ ამ წელს "ოქროს ბურთი" "პსჟ"-ს ფორვარდს, ლიონელ მესის უნდა გადაეცეს.

"ვფიქრობ, ლეომ "ოქროს ბურთი" დაიმსახურა, რადგან ინდივიდუალურ დონეზე შესანიშნავი წელი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Ole.

"ლეო ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა, კოპა ამერიკა მოიგო, სადაც აგრეთვე საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა. ეს მის შანსებს მხოლოდ ზრდის".

"მესიმ ეს ჯილდო დაიმსახურა, რადგან ბევრი რამ მოიგო, როგორც ფეხბურთელმა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამდენად რთულია წლიდან წლამდე ასეთი დონის შენარჩუნება".

"ოქროს ბურთის" გადაცემისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ იმას, თუ რა გააკეთა ფეხბურთელმა წლის განმავლობაში, არამედ უნდა შევხედოთ იმასაც, თუ რას აკეთებს ეს მოთამაშე წლიდან წლამდე. ვფიქრობ, ლეოს კონკურენტები არ ჰყავს", - დასძინა სუარესმა.

შეგახსენებთ, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.