ავტორიზაცია

VIDEO: გოლების წვიმა და ნამდვილი თრილერი სანჩეს პისხუანზე! სევილიამ 8-გოლიან მატჩში იმარჯვა

თარიღი 24 ოქტ 2021, 17:59

ლა ლიგის მე-10 ტურში „სევილიამ“ და „ლევანტემ“ უხვგოლიანი მატჩი გამართეს ერთმანეთში.

შეხვედრა სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და „სევილიას“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე ოლივერ ტორესმა გახსნა, 24-ზე კი რაფა მირმა მეორე გოლი შეაგდო. 9 წუთში ხოსე მორალესმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 38-ზე დიეგო კარლოსმა მესამე გოლი შეაგდო და ტაიმის ბოლო ანგარიშ დააფიქსირა.

50-ე წუთზე მუნირ ელ ჰადადიმ ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა, თუმცა 55-ზე მორალესმა და 62-ზე მელერომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს და ინტრიგა დააბრუნეს.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი რეგესმა „ლევანტეს“ მესამე გოლიდან ორ წუთში, 64-ე წუთზე გაიტანა და „სევილიამ“ დარჩენილ დროში აღნიშნული უპირატესობა შეიმაგრა.

ხულენ ლოპეტეგის გუნდმა 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, „ლევანტე“ კი 5 ქულით მე-19 პოზიციაზეა.