VIDEO: ჩოლო იამაყებს - დიეგო სინეონეს შვილმა ჯოვანიმ ლაციოს პოკერი შეუსრულა
სერია ა-ს მე-9 ტურში „ვერონამ“ საკუთარ კედლებში მაურიციო სარის „ლაციო“ გაანადგურა.
მატჩი სტადიონ „მარკ ანტონიო ბენტეგოდიზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
შეხვედრაში პოკერი (ოთხი გოლი) „ატლეტიკო მადრიდის“ მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟმა, ჯოვანი სიმეონემ გაიფორმა და შეიძლება ითქვას, რომ რომაულ გუნდს პირადად მოუგო.
„ლაციოს“ რიგებში თავი გოლით 46-ე წუთზე ჩირო იმობილემ გამოიჩინა, თუმცა „არწივები“ მან განადგურებისგან ვერ იხსნა.