ავტორიზაცია

VIDEO: აგუეროს სადებიუტო გოლმა ბარსელონა მარცხისგან ვერ იხსნა - რეალმა ზედიზედ მეოთხე კლასიკო მოიგო

თარიღი 24 ოქტ 2021, 20:12

ლა ლიგის მე-10 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ დაამარცხა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

32-ე წუთზე დავიდ ალაბამ როდრიგოს პასით შესანიშნავი გოლი გაიტანა, მეორე ნახევარში ლუკას ვასკესმა სხვაობა ორამდე 90+4 წუთზე გაზარდა. ერთადერთი, რაც დარჩენილდ როში „ბარსამ" მოახერხა - სერხიო აგუეროს მიერ გატანილი გოლია, თუმცა „ბარსასთვის" ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

„რეალმა“ 20 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილს ჩაუდგა სათავეში, „ბარსა“ კი 15 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა.