აიაქსი არავის ინდობს - ამსტერდამელებმა მთავარი მდევარი 5:0 გაანადგურეს

ერედივიზიონის მე-10 ტურში „აიაქსმა“ საკუთარ კედლებში თავისი მთავარი კონკურენტი, „პსვ“ გაანადგურა.
შეხვედრა „იოჰან კროიფ არენაზე“ გაიმართა და ამსტერდამელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
მატჩში გოლები ბარგუისმა, ალერმა, ანტონიომ, კლაასენმა და ტუშან ტადიჩმა გაიტანეს და „აიაქსს“ გამანადგურებელი გამარჯვება მოუტანეს.
ამ გამარჯვებით „აიაქსმა“ 30 შესაძლოდან 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში „პსვ-ს“ უკვე 4 ქულით გადაასწრო.