ავტორიზაცია

VIDEO: სრული დეკლასირება ოლდ ტრაფორდზე! ლივერპულმა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედი არ დაინდო

თარიღი 24 ოქტ 2021, 21:25

პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაანადგურა.

შეხვედრა სტადიონ „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და კლოპის გუნდის გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

ამ მატჩში მოჰამედ სალაჰის ბენეფისი ვიხილეთ, რომელმაც თავისი გუნდის 5 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა - 3 თავად გაიტანა და ერთხელაც ნაბი კეიტას გაატანინა.

მეორე ტაიმში ერთი ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ გაქვითა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

სალაჰისა და კეიტას გარდა, ამ შეხვედრაში ერთი გოლი დიოგუ ჟოტამაც შეაგდო. 

„ლივერპულმა“ 21 ქულა დააგროვა და ლიდერ „ჩელსის“ ერთი ქულით ჩამორჩება, „მანჩესტერმა“ კი პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგო და 14 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.