ავტორიზაცია

VIDEO: ფრე იტალიის დედაქალაქში! ნაპოლიმ სერია ა-ს ამ სეზონში პირველი ქულები დაკარგა

თარიღი 24 ოქტ 2021, 22:16

 სერია ა-ს მე-9 ტურში ერთმანეთს „რომა“ და „ნაპოლი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით გაიმართა, თუმცა რეალური საგოლე მომენტების შექმნა ორივე გუნდს გაუჭირდა და შედეგად, ლოგიკური ნულოვანი ფრე მივიღეთ.

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს მე-9 ტურში ქულები პირველად დაკარგა და 27 შესაძლოდან 25 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა ახლა უკვე „მილანსაც“ ამდენივე ქულა აქვს.

„რომამ“ კი ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო და 16 ქულით მე-4 პოზიციაზეა.