VIDEO: შედეგიანი ფრე ჯუზეპე მეაცაზე - იუვენტუსს ქულა პაულო დიბალამ ბოლო წუთებზე გადაურჩინა
იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურში იტალიის დერბი გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად ერთმანეთს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.
სიმონე ინძაგის გუნდი მე-17 წუთზე ედინ ჯეკოს გოლით დაწინაურდა და შემდეგი გოლის ლოდინი მაყურებელს საკმაოდ დიდხანს მოუწია.
ანგარიში 89-ე წუთზე პაულო დიბალამ გაათანაბრა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა.
„ინტერმა“ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, თუმცა ლიდერებს, „ნაპოლის“ და „მილანს“ უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება.
„იუვენტუსის“ ანგარიშზე კი 15 ქულაა და გუნდი მე-6 პოზიციას იკავებს.