ავტორიზაცია

VIDEO: სუარესის დუბლმა ატლეტიკო სოსიედადთან მარცხისგან იხსნა - ფრე ვანდა მეტროპოლიტანოზე

თარიღი 25 ოქტ 2021, 00:58

ლა ლიგის მე-10 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ საკუთარ კედლებში ცხრილის ლიდერ „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა მადრიდში სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

მე-7 წუთზე ბასკები სორლოთის გოლით დაწინაურდნენ - მას გოლი ალექსანდრ ისაკმა გაატანინა, რომელმაც 48-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

თუმცა, „ატლეტიკო“ რისი „ატლეტიკოა“, უბრძოლველად რომ დანებებულიყო და ბუნებრივია არც დანებდა - ლუის სუარესმა 61-ე და 77-ე წუთებზე დუბლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო წუთებზე სიმეონეს გუნდი მეტოქეს გაორმაგებულად მიაწვა და მოგებაც სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

„სოსიედადმა“ 21 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა მის უახლოეს მდევრებს „რეალს“, „სევილიას“ და იგივე „ატლეტიკოს“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.