ავტორიზაცია

"ვუმატებთ და დიდი მატჩების მოგებასთან ახლოს ვართ", - კუმანი ელ კლასიკოში მარცხის შემდეგ

"ვუმატებთ და დიდი მატჩების მოგებასთან ახლოს ვართ", - კუმანი ელ კლასიკოში მარცხის შემდეგ
თარიღი 25 ოქტ 2021, 09:12

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით "რეალთან" (1:2) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გუნდმა კარგად ითამაშა. დესტს ჩვენი წინ გაყვანის შესაძლებლობა ჰქონდა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, თუ "რეალი" გაიტანდა, დაცვაში მისი თამაშის დონის გათვალისწინებით".

"ბოლო გადაცემები არცთუ ისე კარგად გამოგვდიოდა, აშკარა მომენტი არ შეგვიქმნია, გარდა იმისა, რაც დესტს ჰქონდა".

"რეალთან" შინ წაგების შემდეგ, რთულია დადებითი მომენტების პოვნა. გუნდი პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, თამაში თითქმის თანაბარი იყო. მარცხი უსიამოვნოა, მაგრამ უნდა მივიღოთ".

"კლასიკოში" სამ ქულაზე რაღაც უფრო მეტს კარგავ. ეს მესმის. მაგრამ უკან დახევა არ შეიძლება, ოთხშაბათს მატჩია. ჩემპიონატი გრძელია".

"რასაკვირველია, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება უნდა მოითხოვო. ვცდილობდით გვეჩვენებინა, რომ "რეალს" არ ჩამოვრჩებით. 0:1-ის ნაცვლად ანგარიში 1:0 რომ გამხდარიყო... სხვა თამაში იქნება. ვუმატებთ და დიდი მატჩების მოგებასთან ახლოს ვართ".

"იმაზე საუბარი, რომ გვაჯობეს, სწორი არ არის, ეს გაზვიადებაა", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.