საგანგებო შეხვედრა არ ჩაინიშნა - როდის გადაწყდება სოლსკიაერის მომავალი?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ „ლივერპულთან“ 0:5 განადგურების შემდეგ, საგანგებო შეხვედრის გამართვა არ მოისურვა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბის ბოსებს მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.
ბევრი ელოდა, რომ სოლსკიაერის გაშვების თაობაზე ინფორმაცია მატჩის შემდეგ მალევე გამოჩნდებოდა, თუმცა კლუბი არ აჩქარდა.
„სოლსკიაერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს საათებში/დღეებში იქნება ცნობილი. ამ დრომდე, მწვრთნელი კლუბს ყოველთვის იცავდა.
ჭორები, რომ ანტონიო კონტე „მანჩესტერის“ მწვრთნელად არ განიხილება - სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ ყოფილა.“ - წერს რომანო „ტვიტერში“.
„ლივერპული“ 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, „იუნაიტედს“ კი 14 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.