ავტორიზაცია

მარსელთან მატჩის შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასებები ლეო მესიმ და ნეიმარმა მიიღეს

მარსელთან მატჩის შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასებები ლეო მესიმ და ნეიმარმა მიიღეს
თარიღი 25 ოქტ 2021, 17:08

ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ ლიგა 1-ს მე-11 ტურის მატჩის, „მარსელი“ – „პსჟ-ს“ შეფასებები დაასახელა.

საუკეთესოებად „მარსელის“ ფეხბურთელები, უილიამ სალიბა, პაუ ლოპესი და მატეო გენდუზი დასახელდნენ, რომლებმაც 7-7 ქულა მოიპოვეს.

ყველაზე დაბალი შეფასებები კი „პსჟ-ს“ შემტევება: ლეო მესიმ (4) და ნეიმარმა (3) მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა „პსჟ-ში“ გადასვლის შემდეგ ლიგა 1-ში უკვე ოთხი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი ჯერ არ აქვს გატანილი.

საპირისპირო სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ლეოს სამ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.