ავტორიზაცია

"რუდიგერი 4 კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ერთ-ერთ მათგანში გადავა", - იტალიელი ჟურნალისტი

"რუდიგერი 4 კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ერთ-ერთ მათგანში გადავა", - იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 25 ოქტ 2021, 20:58

ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა, ჯანლუკა დი მარციომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა "ჩელსის" მცველმა, ანტონიო რუდიგერმა.

– იცით, საბოლოო ჯამში სად აღმოჩნდება რუდიგერი?

"რუდიგერი "იუვენტუსთან", "მანჩესტერ სიტისთან", "ტოტენჰემთან" და "პსჟ"-სთანაც კი აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელსაც კვლავ მცველი სჭირდება".

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. დასახელებული ოთხი გუნდიდან ერთ-ერთში გადავა", - თქვა დი მარციომ.

ცნობისთვის, 28 წლის გერმანელ უკანახაზელს "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.