"გუნდი ისე გამოიყურება, თითქოს ახლახანს შეიკრა", - ფერდინანდმა მანჩესტერ იუნაიტედი გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ "ეშმაკუნებს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "ლივერპულთან" (0:5) განადგურების ფონზე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.
"სირცხვილი. ფეხბურთელი ვიყავი, როცა შინ "მანჩესტერ სიტისთან" 6:1 წავაგეთ. მაგრამ მაშინ ჩვენს გუნდს სახე ჰქონდა", - ციტირებს ვეტერანის სიტყვებს The Sun.
"ამაში მდგომარეობს ამჟამინდელი გუნდის პრობლემა. ფეხბურთელები თავიანთი თავის პოვნას და იმის გაგებას ცდილობენ, თუ ვინ არიან ისინი. თამაშის ყურებისას, საკუთარ თავს ეკითხები: "ვინ არიან ისინი?" "აწვდის თუ არა მწვრთნელი მოთამაშეებს სწორ ინფორმაციას?" "და თუ ასეა, მოთამაშეები აღიქვამენ მას?".
"ეს ის არის, რაშიც მწვრთნელი უნდა გაერკვეს, რადგან ამ დროისთვის გუნდი ისე გამოიყურება, თითქოს ახლახანს შეიკრა", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს The Sun.