ავტორიზაცია

კასანო: "ტოტის 20 წელიწადში დაივიწყებენ, ფეხბურთში მარადიული მხოლოდ სამი სახელია"

კასანო: "ტოტის 20 წელიწადში დაივიწყებენ, ფეხბურთში მარადიული მხოლოდ სამი სახელია"
თარიღი 26 ოქტ 2021, 20:26

სკანდალურმა იტალიელმა ექს-ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, „ნაპოლისთან“ მატჩში „რომას“ ზოგი გულშემატკივრის საქციელზე ისაუბრა.

რომაელი ტიფოზები „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის უსტვენდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ, იტალიელი მათ გუნდს ედგა სათავეში და გუნდის ლეგენდასთან ფრანჩესკო ტოტისთან კონფლიქტი ჰქონდა. 

„სპალეტის მიმართ სტვენა არის სამარცხვინო. ის „რომაში“ სასწაულ ამბებს ახდენდა და კლუბი უყვარდა. რის გამო უსტვენენ? იმიტომ რომ ტოტის კარიერის დასრულება აიძულა? ვგიჟდები, ამას რომ ვისმენ.

ანუ იმას ამბობთ, რომ ტოტიმ კარიერა იმიტომ დაასრულა, რომ სპალეტი არ ათამაშებდა? „რომაში“ მეც მაქვს ნათამაშები და ვიცი რასაც ვამბობ. ჩემთვის ეს არის სკანდალი და ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, იმიტომ რომ „რომაში“ სასწაული პერიოდი მქონდა.

სპალეტის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და გულშემატკივრები მასზე მხოლოდ დადებითად უნდა ლაპარაკობდნენ. ლუჩანოს სტვენა არ დაუმსახურებია, მხოლოდ ქება.

ტოტის 20 წელიწადში დაივიწყებენ, მარადიულები მხოლოდ მესი, მარადონა და კრუიფი არიან. დე როსი იყო კაპიტანო ფუტურო, მაგრამ ისიც დაივიწყეს. არასდროს არ მინახავს ადამიანი, რომელსაც „რომა“ ისე უყვარდა, როგორც „ტოტის“. თუმცა, დე როსის ის 100-ჯერ მეტად უყვარდა.“ - ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.