ფოტო: "007-ს მეძახიან", - Sky Sports-ის გერმანულმა განყოფილებამ ჯეიდონ სანჩო დატროლა
ტელეარხმა Sky Sport Deutschland-მა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, ჯეიდონ სანჩო ჯეიმს ბონდთან გაიგივებით დატროლა.
„ისინი 007-ს მეძახიან: 0 გოლი, 0 ასისტი, 7 მატჩი.“ - ეწერა პირდაპირი ეთერის ეკრანზე. ფეხბურთელს ასე იმიტომ დასცინიან, რომ მან 2021/22-სეზონის პრემიერ ლიგის 7 სასტარტო შეხვედრაში ვერც გოლი და ვერც საგოლე გადაცემა ვერ მიითვალა.
სანჩო „უოტფორდის“ და „მან სიტის“ აღზრდილია, „მან იუნაიტედში“ კი გასულ ზაფხულს დორტმუნდის „ბორუსიადან“ 85 მილიონ ევროდ გადავიდა.