როგორია ნაბი კეიტას მდგომარეობა, რომელსაც მანჩესტერთან მატჩში ტრავმა პოლ პოგბამ მიაყენა?
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპულის“ მატჩში, „წითელი ეშმაკების“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ მერსისაიდელთა შუახაზელ ნაბი კეიტას წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.
კეიტამ ამ ეპიზოდში დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. თუმცა, იურგენ კლოპის ასისტენტის, პეპ ლინდერსის თქმით, გვინეელი ფეხბურთელი მძიმე ტრავმას გადაურჩა.
ლინდერსის თქმით, კეიტას ძალიან გაუმართლა, რომ პოგბას ვარდნის ეპიზოდში კეიტას ფეხი მინდორზე არ ედგა და ამის გამო, მას უბრალოდ მტკივნეული დარტყმა მიადგა და არა დაზიანება.
სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ კეიტას მყესები მწყობრშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ნახევარმცველი იურგენ კლოპის განკარგულებაში სიევ იქნება.