ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვოლფსბურგმა ვან ბომელის შემცვლელი დანიშნა

ოფიციალურად: ვოლფსბურგმა ვან ბომელის შემცვლელი დანიშნა
თარიღი 26 ოქტ 2021, 23:40

გერმანულმა „ვოლფსბურგმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნიდერლანდელი მარკ ვან ბომელი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ფლორიან კოფელდტი დანიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ „მგლების“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

39 წლის ფლორიანთან „ვოლფსბურგმა“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

რაც შეეხება ვან ბომელს, ის გუნდს სათავეში წელს ჩაუდგა, თუმცა გუნდმა შედეგები ვერც ჩემპიონთა ლიგაზე და ვერც ბუნდესლიგაზე ვერ აჩვენა და მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს.