ავტორიზაცია

VIDEO: დე-ჟა-ვუ! ჩელსიმ ინგლისის თასზე ისევ პენალტების სერიაში მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა

თარიღი 27 ოქტ 2021, 00:53

ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „ჩელსი“ საკუთარ კედლებში „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა სტადიონ „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. თუმცა, გამარჯვება მასპინძლებმა პენალტების სერიაში, 4:3 მოიპოვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

44-ე წუთზე ანგარიში კაი ჰავერცმა ჰაკიმ ზიეჩის პასით გახსნა, თუმცა „წმინდამებმა“ 47-ე წუთზე ჩე ადამსის გოლით მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

საინტერესოა, რომ ექსტრა-ტაიმები გუნდებს არ უთამაშიათ და პირდაპირ თერთმეტმეტრიანები შეასრულეს, რაშიც „ჩელსი“ უკეთესი აღმოჩნდა.

აქვე დავამატებთ, რომ ამ ტურნირზე „ჩელსისთვის“ ეს ზედიზედ მეორე მოგებული პენალტების სერიაა - წინა სტადიაზე გუნდმა აგრეთვე 1:1 ითამაშა „ასტონ ვილასთან“ და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ თერთმეტმეტრიანების მოგების შემდეგ გავიდა.