ავტორიზაცია

"სკამზე გაშვებული გოლების გამო არ დაგვისვამს" - ბორდალასი მამარდაშვილზე

"სკამზე გაშვებული გოლების გამო არ დაგვისვამს" - ბორდალასი მამარდაშვილზე
თარიღი 27 ოქტ 2021, 01:03

ვალენსიას მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგები განიხილეს.

ერთ-ერთი შეკითხვა ესპანელი ჟურნალისტის მხრიდან გიორგი მამარდაშვილს ეხებოდა, თუ რატომ გადაჯდა ქართველი მეკარე სკამზე, როცა სეზონის სტარტზე სრული ნდობა ჰქონდა.

"გუნდში რამდენიმე კარგი მეკარეა, რომელიც შესანიშნავად მუშაობს. ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს რამე, ამისთვის ყველა მზადაა. ამ თემაზე მეკარეების მწვრთნელ ოჩოტორენასთან ბევრს ვსაუბრობთ. არ შეიძლება გაშვებულ გოლებში მხოლოდ მეკარეების დადანაშაულება. გიორგი მამარდაშვილი სკამზე ამის გამო არ დაგვისვამს, უბრალოდ იმ ფაზაში იყო, როცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა და ამისთვის ძალიან ახალგაზრდაა," - განაცხადა ბორდალასმა.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და მას შემდეგ ლა ლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.