პარიზში პსჟ-ს ვარსკვლავური ფეხბურთელი ტრანსვესტიტმა დააყაჩაღა
„პსჟ-ს“ ფეხბურთელი პარიზის ბულონის ტყეში დააყაჩაღეს.
როგორც Le Point იტყობინება, ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, ტრანსვესტიტის მსხვერპლი გახდა. დამყაჩაღებელი მანქანაში დაუკითხავად მგზავრის სკამზე დაჯდა და ფეხბურთელს იარაღის მსგავსი საგნით ემუქრებოდა.
საბოლოოდ, მძარცველმა ტელეფონი და საფულე წაიღო, რომელშიც 200 ევრო იდო.
მძარცველი ბულონის ტყისაკენ მიმავალ გზაზე ფეხბურთელს მანქანაში შუქნიშანზე ჩაუჯდა და გარკვეული დროის მანძილზე მასთან ერთად მგზავრობდა.
ბოროტმოქმედმა ფეხბურთელს უთხრა, რომ მზადაა, მას ტელეფონი დაუბრუნოს, თუ ის საქმეს პოლიციას არ გადასცემს და დააბრუნებს იქ, სადაც ის მას მანქანაში ჩაუჯდა, ამაზე მან თანხმობა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ სახელი არ საჯაროვდება, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლი „პსჟ-ს“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია.
ინციდენტი გუშინ, 26 ოქტომბერს მოხდა. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ბულონის ტყე პარიზის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ადგილად იქცა, ამ წლებში მის მახლობლად 10-ზე მეტი მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა მოკლეს.