ბარსელონასთვის იდეალური მწვრთნელი ცხვება? ხავიმ ყატარში მორიგი დიდი რეკორდი დაამყარა
ყატარული „ალ სადი“, რომელსაც ლეგენდარული ხავი ერნანდესი წვრთნის, შიდა ჩემპიონატში უკვე 34 მატჩია არ მარცხდება და ეს კლუბის რეკორდია.
ინფორმაციას ამის შესახებ Marca იტყობინება.
„ალ სადმა“ ყატარის ჩემპიონატის მე-7 ტურში „უმ-სალალს“ 3:1 მოუგო და ამ გამარჯვებით ხავის გუნდმა ყველა დროის პირადი რეკორდი დაამყარა.
ხავიმ „ალ სადი“ 2019 წელს ჩაიბარა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად ყატარის ჩემპიონატი, ყატარის პრინცის მემკვიდრის თასი (2), შეიხ იასიმის თასი, ყატარის ემირის თასი (2) და ყატარის ვარსკვლავების თასი მოიგო.
ამავე „ალ სადში“ ერნანდესი ფეხბურთელადაც ასპარეზობდა და 82 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
მიმდინარე ჩემპიონატში ხავის გუნდი პირველ ადგილს იკავებს და „ალ დუჰაილს“ 3 ქულით უსწრებს.