ავტორიზაცია

"ბარსას შემდეგ უდიდესი განსხვავება დავინახე, შოკირებული ვიყავი", - მარსელის გარემარბი ვარჯიშებზე

"ბარსას შემდეგ უდიდესი განსხვავება დავინახე, შოკირებული ვიყავი", - მარსელის გარემარბი ვარჯიშებზე
თარიღი 27 ოქტ 2021, 21:19

"მარსელის" გარემარბმა, კონრად დე ლა ფუენტემ იმის შესახევ ისაუბრა, თუ რა განსხვავებაა მის ახალ კლუბში ვარჯიშსა და "ბარსელონაში" ვარჯიშს შორს.

"უდიდესი განსხვავება დავინახე, განსაკუთრებით წინასასეზონო მზადების დროს. შოკში ვიყავი", - ციტირებს 20 წლის ამერიკელის სიტყვებს ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო.

"2-2 ვარჯიში გვქონდა, ადგილზე 8 საათზე უნდა ვყოფილიყავი, მე კი 7-ზე ვდგებოდი. ერთი სესია 2,5 საათს გრძელდებოდა, შემდეგ კიდევ ერთ საათს სავარჯიშო დარბაზში ვატარებდით".

"ამავდროულად, ვარჯიშების შემდეგ გრძელ მატჩებს ვატარებდით. ამის შემდეგ ლანჩი გვქონდა. არანაირი დასვენება შუა კვირებში. რთული იყო", - დასძინა კონრადმა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა შემტევი "ბარსელონას" აღზრდილია და "მარსელში" გასულ ზაფხულს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.