ავტორიზაცია

პსჟ-მ მბაპეს შემცვლელად შეარჩია ფორვარდი, რომლის შეძენაც კიდევ 6 გრანდს სურს!

პსჟ-მ მბაპეს შემცვლელად შეარჩია ფორვარდი, რომლის შეძენაც კიდევ 6 გრანდს სურს!
თარიღი 27 ოქტ 2021, 22:18

ავსტრიული "ზალცბურგის" თავდამსხმელმა, კარიმ ადეიემიმ მორიგი ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო.

"ბაიერის", "დორტმუნდის", "რეალის", "ატლეტიკოს", "ინტერისა" და "ლივერპულის" შემდეგ, გერმანიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელით "პსჟ"-ც დაინტერესდა, წერს Sky Sport.

პარიზელები ადეიემის კილიან მბაპეს შესაძლო შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, "რეალში" გადავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტოპ-კლუბმა შესაძლოა ადეიემი ზამთარშივე იყიდოს და სეზონის ბოლომდე "ზალცბურგში" დატოვოს იჯარით.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.