ავტორიზაცია

VIDEO: 95-ე წუთზე გაშვებული გოლი და მარცხი ტურინში — იუვენტუსმა სასუოლოსთან მოულოდნელად წააგო

თარიღი 27 ოქტ 2021, 22:34

იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის ეგიდით, "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სასუოლოს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ბებერი ქალბატონის" მარცხით დასრულდა - 1:2.

შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა - 44-ე წუთზე ტურინელთა კარი დავიდე ფრატეზიმ აიღო.

"იუვემ" წონასწორობის აღდგენა 76-ე წუთზე უესტონ მაკენის მიერ გატანილი გოლით მოახერხა.

ყველასათვის მოულოდნელად, მატჩი მასპინძელთა მარცხით დასრულდა - "სასუოლოს" ნახევარმცველმა, მაქსიმე ლოპესმა 94-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო.

ამ მარცხის შემდეგ, "იუვენტუსი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-7 პოზიციაზეა, "სასუოლო" კი 14 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.